Back to Top
 

JPrize Web Geo

ორშაბათი, 29 აპრილი 2019 13:14

გორის საკრებულოს წევრი თავდაცვის სამინისტროს კუთვნილი შენობის ქალაქგარეთ გადატანას ითხოვს

Rate this item
(0 votes)

გორის საკრებულოს წევრი, ზაქარია მებადური თავდაცვის სამინისტროს კუთვნილი ინფრასტრუქტურული შენობის ქალაქგარეთ გადატანას ითხოვს.

დეპუტატის აზრით, შენობა საბავშო ბაღთან ახლოსაა და საომარი მოქმედებების შემთხვევაში სააღმზრდელო დაწესებულება საფრთხის ქვეშ დადგება.

"საბავშვო ბაღის ტერიტორიაზე სამხედრო ინფრასტრუქტურული შე​ნობა საშიშია. საომარი მოქმედებების დროს ასეთი ადგილები იბომბება. არ შეიძლება საბავშვო ბაღის ტერიტორიაზე მსგავსი სამსახურის ყოფნა. აუდიტმა უნდა შეაფასოს და ქალაქგარეთ გადაიტანოს", - ამბობს ზაქარია მებადური

საკრებულოს წევრმა ზაქარია მებადურმა აღნიშნული ინიციატივა საკრებულოს მიმდინარე წელს წარუდგინა.

Read 1034 times