Back to Top
ორშაბათი, 29 აპრილი 2019 12:19

გორის დეპუტატის აზრით, ქალების ჯარში გაწვევა სავალდებულო უნდა გახდეს

Rate this item
(0 votes)

გორის მაჟორიტარი დეპუტატის, იოსებ მაკრახიძის აზრით, სავალდებულო სამხედრო სამსახურში გაწვევა ქალებსაც უნდა შეეხოთ.

დეპუტატს მიაჩნია, რომ თუ პარლამენტში უნდა ამოქმედდეს გენდერული თანასწორობის პოლიტიკა, მაშინ ქალებიც ისევე უნდა წავიდნენ ჯარში, როგორც მამაკაცები.

"მსოფლიო გამოცდილება აჩვენებს, რომ ქალები ჯარში მიდიან. თუ პარლამენტში ითხოვენ გენდერულ თანასწორობას, ჯარშიც უნდა წავიდნენ", - ამბობს იოსებ მაკრახიძე.

Read 1992 times