8 მაისს მშვიდობის პრემიის ლაურეატს გამოავლენენ

აპრილი 28 2019 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

8 მაისს, ევროპის დღეების ფარგლებში, ბერტა ფონ ზუტნერის სახელობის მშვიდობის პრემიის დაჯილდოების ცერემონიალი გაიმართება.

მშვიდობის პრემია ახალგაზრდულმა საინიციატივო ჯგუფმა ავსტრიის საელჩოსთან თანამშრომლობითა და ზუგდიდის მერიის პატრონაჟით დაარსა. პრემია, ყოველწლიურად, მშვიდობის აქტივისტს გადაეცემა.

პრემიის დაარსების მიზანია მშვიდობის მშენებლობისა და განმტკიცების პროცესში ჩართული აქტივისტების ღვაწლის დაფასება; საზოგადოებაში სამშვიდობო ხედვების აქტუალიზება და ნდობის მშენებლობის საქმეში ახალგაზრდების წახალისება.

ნომინანტის კრიტერიუმები:

  • · მისი ძირითადი საქმიანობა უნდა უკავშირდებოდეს მშვიდობის მშენებლობას.
  • · გამოკვეთილი უნდა იყოს მისი განსაკუთრებული როლი მშვიდობისა და ნდობის დამყარების ფორმალურ თუ არაფორმალურ პროცესებში.
  • · კონფლიქტებით გაყოფილ საზოგადოებებს შორის ურთიერთობების შენარჩუნებისა და ნდობის მშენებლობის საქმეში განსაკუთრებული ძალისხმევა უნდა ქონდეს გაწეული.
  • · ეწეოდეს მშვიდობის პროპაგანდას.
  • · ეწეოდეს ჰუმანიტარულ საქმიანობას კონფლიქტების შედეგად გაყოფილ საზოგადოებებში;
  • · კონფლიქტების მშვიდობიანი მოგვარების, ნდობის აღდგენისა და დიალოგის ხელშესაწყობად ახორციელებდეს მულტიფუნქციური საქმიანობას.
  • · კანდიდატის ასაკი შეზღუდული არ არის.

ნომინირების პირობები:

  • · კანდიდატის წარდგენა შესაძლებელია როგორც ორგანიზაციის მიერ, ასევე ინდივიდუალურად.
  • · პრემიაზე წარდგენილი ვერ იქნება ორგანიზაცია.

e-mail: ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript.

პრემიის საპრიზო თანხა 3 000 ლარს შეადგენს.

ინფორმაციისთვის, ბერტა ფონ ზუტნერი იყო ევროპელი მშვიდობისმყოფელი და მწერალი, რომელიც საქართველოში ცხოვრების შედეგად იქცა პაციფისტად. იგი იყო პირველი ქალი, რომელიც 1905 წელს გახდა ნობელის პრემიის ლაურეატი მშვიდობის დარგში.

Read 510 times

ადგილი შენი რეკლამისთვის

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი