Back to Top
ორშაბათი, 26 თებერვალი 2018 13:52

მერი: სპორტულ აქტივობებს შშმ პირებისთვისაც დავგეგმავთ

Rate this item
(0 votes)

"ხელს შევუწყობთ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა ჩართვას სპორტის სხვადასხვა სახეობებში", -  ეს განცხადება კონსტანტინე თავზარაშვილმა „დემოკრატიის სკოლაში“ გააკეთა.  ამ წუთებში ქალაქის მერი საკუთარი 100 დღიანი მუშაობის ანგარიშს წარადგენს.

თავზარაშვილის თქმით, სპორტის განვითარებისთვის მერია რამდენიმე მიმართულებით იმუშავებს:

"ხელს შევუწყობთ პერსპექტიულ ახალგაზრდებს. ასევე დავაჯილდოვებთ წარმატებულ სპორტსმენებს და მათ მწვრთნელებს. ჩავატარებთ სასკოლო ოლიმპიადებს და ასევე, ვეცდებით, განვავითაროთ მასობრივი სპორტის სახეობები", - აღნიშნა ქალაქის მერმა. 

შეგახსენებთ, რომ დღევანდელი შეხვედრის ინიციატორია აღმოსავლეთ ევროპის ცენტრი მრავალპარტიული დემოკრატიისთვის (EECMD).

Read 1679 times Last modified on ორშაბათი, 26 თებერვალი 2018 14:04