Back to Top
 

JPrize Web Geo

პარასკევი, 26 აპრილი 2019 11:23

ოკუპირებულ ცხინვალში გრიპის ვირუსისა და ფაროსანის გავრცელებას შიშობენ

Rate this item
(0 votes)

ე.წ. სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო პრეზიდენტმა, ანატოლი ბიბილოვმა რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილის, რაშიდ ნურგალიევთან შეხვედრაზე იმ "საფრთხეებზე" ისაუბრა, რომელიც, მისივე თქმით, საქართველოდან მოდის.

დე ფაქტო მთავრობაში, განსაკუთრებით, გრიპის ვირუსის და ფაროსანას გავრცელებას შიშობენ.

ნურგალიევის თქმით, "ორივე საფრთხე" საქართველოში არსებული ბიოლაბორატორიიდან მოდის.

"არ გამოვრიცხავთ, რომ ეს შეიძლება გრიპის გარკვეული შტამი იყოს, რომელიც ლუგარის ლაბორატორიიდან არის შემოტანილი. ვვარაუდობთ, რომ ეს ვირუსის სახესხვაობაა. ეს ეროვნული უსაფრთხოების ელემენტია და აუცილებელია შესაბამისი ზომების მიღება მათთან საბრძოლველად“, - განაცხადა ნურგალიევმა.

Read 709 times Last modified on პარასკევი, 26 აპრილი 2019 19:07