Back to Top
 

JPrize Web Geo

ოთხშაბათი, 24 აპრილი 2019 11:27

ე.წ. საზღვრის უკანონო კვეთის ბრალდებით, ოკუპანტებმა წელს 32 ადამიანი დააკავეს

Rate this item
(0 votes)

2019 წელს რუსმა სამხედროებმა საქართველოს 32 მოქალაქე დააკავეს.

სუს - ის ანალიტიკური სამსახურის უფროსის მოადგილის, ირაკლი ანთაძეს განცხადებით, ყველა მათგანი ცხინვალის იზოლატორში ე.წ. საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის ბრალდებით მოხვდა.

"2019 წლის 1 იანვრიდან დღემდე ე.წ საზღვრის დარღვევის ბრალდებით, 32 ადამიანია დაკავებული. ამ რიცხვში შედიან ის პირები, რომლებიც გუშინ დააკავეს", - განაცხადა ირაკლი ანთაძემ.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენელი გორში შეხვედრას ესწრება, სადაც არასამთავრობო ორგანიზაციებისა და ხელისუფლების წარმომადგენლები უსაფრთხოების საკითხებზე მსჯელობენ

Read 715 times Last modified on ოთხშაბათი, 24 აპრილი 2019 11:31