ქართულ-ოსური კავშირების ამსახველი ისტორიული ფოტო ვრცელდება

აპრილი 23 2019 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

"ეს არის ქართულ-ოსური შერეული ოჯახის ნათელი მაგალითი ცხინვალის რეგიონში, რომელიც წინა საუკუნიდან მოყოლებული დღემდე გრძელდება", - ასე აფასებენ ისტორიკოსები ფოტოს, რომელზეც საფლავის ქვაა ასახული ქართული და ოსური გვარებით.

ოლინკა სანაყოთი და სიკო ანტონ მღვდლის-ძე ბასიშვილები ოკუპირებულ რეგიონში არიან დასაფლავებულები 1941-58 წლებში. საფლავის ამსახველი ფოტო რადიო "მოზაიკას" ოკუპირებული რეგიონიდან გამოუგზავნეს. ისტორიკოსის ზურა ოქროპირიძის განმარტებით, შერეული ოჯახების თემა სათავეს სწორედ 1900-იან წლებიდან იღებს, თუმცა თავდაპირველად ცხინვალში ოსი მოქალაქეები მცირედი რიცხვით იყვნენ წარმოდგენილები.

"მე-20 საუკუნის დასაწყისში სულ რამდენიმე ოსი იყო ცხინვალში, დაახლოებით 4-5 ოჯახი სახელდება. თვითმხილველების გადმოცემების თანახმად, ვინც იმ პერიოდში ჩამოდიოდა და სახლდებოდა ცხინვალში, ქართველ ქალებზე ქორწინდებოდნენ. შერეული ოჯახები 1900-იანი წლებიდან გვხვდება ისტორიულ წყაროებში, თუმცა ძალიან მცირე რაოდენობით. შემდეგ კი ამ კავშირებმა თანდათან მასიური სახე მიიღო", - განმარტავს ზურა ოქროპირიძე.

Read 414 times

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი