ევროკავშირი: ტატუნაშვილის სიკვდილი და 2 მოქალაქის დაკავება სერიოზული აღშფოთების წყაროა

თებერვალი 26 2018 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის ფედერიკა მოგერინის ოფისი არჩილ ტატუნაშვილის გარდაცვალებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.



„სამხრეთ ოსეთში, საქართველოში ბოლო მოვლენები, განსაკუთრებით საქართველოს მოქალაქის არჩილ ტატუნაშვილის სიკვდილი და ორი მოქალაქის დაკავება სერიოზული აღშფოთების წყაროა. სამძიმარს ვუცხადებთ ტატუნაშვილის ოჯახს. ევროკავშირი მზად არის სადამკვირვებლო მისიის საშუალებით მხარი დაუჭიროს მიმდინარე გამოძიებას და ხელი შეუწყოს დისკუსიებს ინციდენტის პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში“, - ნათქვამია განცხადებაში.

მასში ასევე აღნიშნულია, რომ „დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქის გათავისუფლების შემდეგ ცხინვალის დე ფაქტო ხელისუფლებამ დაუყოვნებლივ უნდა უზრუნველყოს, რომ მათ საშუალება მიეცეთ თბილისის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გაემგზავრონ“. 

„ბოლო მოვლენები ხაზს უსვამს იმას, რომ საჭიროა დამატებითი ზომები გამჭვირვალობისა და ნდობის უზრუნველყოფისთვის. ევროკავშირში კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღნიშნეს, რომ მხარს უჭერენ საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში“, - აღნიშნეს ფედერიკა მოგერინის ოფისში.

Read 1150 times Last modified on Last modified on თებერვალი 26 2018

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი