გუბერნია: გორის სპორტკომპლექსის გახსნა წლის ბოლოს იგეგმება

აპრილი 23 2019 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

გორის სპორტკომპლექსის გახსნა წლის ბოლომდე გადაიდო.

ამის შესახებ რადიო "მოზაიკას" შიდა ქართლის გუბერნიიდან აცნობეს.

ოფიციალური ინფორმაციის თანახმად, ტენდერში გამარჯვებულ კომპანიას 2016 წელს გაფორმებული ხელშეკრულება სპორტის სამინისტრომ ცოტა ხნის წინ გააუქმა. მიზეზად კი კომპანიის მიერ შეუსრულებელი ვალდებულებები დასახელდა.

თავის მხრივ "ბეჰლემ ინდუსტრი" აღნიშნულ საკითხზე საქართველოს ფარგლებს გარეთ დაობს და მთავრობას ლონდონის სასამართლოში უჩივის. შიდა ქართლის გუბერნიაში ფიქრობენ რომ განვითარებული პროცესები ობიექტის გახსნას აღარ გააჭიანურებს და ეს ვადა წლის ბოლოს არ გასცდება. ხელშეკრულების მიხედვით, გორის სპორტის სასახლე 2017 წლის აგვისტოში უნდა გახსნილიყო.

"გორის სპორტის სასახლეში ძირითადი ინფრასტრუქტურა გამართულია, დარჩენილია მხოლოდ იატაკი. სპორტის სამინისტრო თავად უზრუნველყოფს საჭირო ფინანსების გამოყოფას და წლის ბოლოს იგეგმება შენობის ექსპლუატაციაში შესვლა", - განმარტავენ შიდა ქართლის გუბერნიაში.

Read 483 times Last modified on Last modified on აპრილი 23 2019

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი