Back to Top
 

JPrize Web Geo

სამშაბათი, 23 აპრილი 2019 10:37

თემურ ბერუაშვილმა თურქეთის საერთაშორისო ტურნირში გაიმარჯვა

Rate this item
(0 votes)

გორის შოთა ჩოჩიშვილის სახელობის კომპლექსური სპორტული სკოლის თავისუფალი ჭიდაობის დარბაზის აღზრდილი, თემურ ბერუაშვილი (მწვრთნელები: დავით პოღოსიანი, ოთარ ტლაშაძე) თურქეთის საერთაშორისო ტურნირის გამარჯვებული გახდა.

შეჯიბრებაზე, რომელიც 17–19 აპრილს ანტალიაში ჩატარდა, ბერუაშვილმა საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების შემადგენლობაში იასპარეზა და დამაჯერებლად გაიმარჯვა.

ფინალამდე მან ოთხი მეტოქე დაამარცხა, ოქროს მედლისთვის დაპირისპირებაში კი თურქი მოწინააღმდეგე დიდი უპირატესობით, 10:0 დაამარცხა. 

Read 667 times