"გენერატორი" - ახალი პროექტი გორელი ახალგაზრდებისთვის

აპრილი 19 2019 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

"გენერატორი" - ასე ჰქვია პროექტს, რომლის ფარგლებშიც ახალგაზრდები სხვადასხვა მიმართულებით ცნობიერების დონეს აიმაღლებენ. 

ამ მიზნით, გორის მუნიციპალიტეტის კულტურისა და ტურიზმის განვითარების ხელშეწყობის სააგენტოსთან არსებული ბავშვთა და ახალგაზრდობის ცენტრი, 13-დან 19 წლამდე მოსწავლეთა მიღებას იწყებს. 

ორგანიზატორების ინფორმაციით, პროექტის მიზანია ახალგაზრდებში სამოქალაქო ცნობიერების ჩამოყალიბება, ინტელექტუალური დონის ამაღლება,  სამოქალაქო აქტივიზმში ჩართულობა, ინტეგრირება თანამედროვე ტექნოლოგიებთან. პროექტი ითვალისწინებს კომბინირებულ 2 თვიან სასწავლო პროგრამას, რომელიც ცენტრის მიერაა შემუშავებული.

პროგრამა მოიცავს როგორც ფსიქოლოგიური ასევე სასწავლო შემეცნებით- ნაწილებს, თანამედროვე მეტყველებას, ფოტოგრაფიას, ფოტო-ვიდეო მონტაჟს, ადამიანის უფლებებს,შეხვედრებს ცნობილ ადამიანებთან, ასევე საჯარო ლექციებს. პროექტში მონაწილეობის მსურველებმა რეგისტრაციისთვის უნდა მოგვმართონ ბავშვთა და ახალგაზრდობის ცენტრში, რომელიც მდებარეობს სუხიშვილის ქუჩა # 20-ში, ან დარეკონ ტელეფონის ნომერზე 27 - 76 – 65 “- განმარტავს პროექტის ერთ-ერთი ორგანიზატორი, დიმიტრი თინიკაშვილი.

ჯგუფი 25 მოსწავლისაგან დაკომპლექტდება, ისინი კონკურსის საფუძველზე შეირჩევიან. რეგისტრაციის პროცესი კი 26 აპრილს დასრულდება. სწავლა უფასოა და ის 2019 წლის პირველ მაისს დაიწყება. კურსის დასრულების შემდეგ მის მონაწილეებს სერტიფიკატები გადაეცემათ. 

Read 677 times

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი