რადიო "მოზაიკა" გორის მერიის თანადაფინანსების პროგრამით ახალ პროექტს იწყებს

აპრილი 19 2019 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

რადიო "მოზაიკა" გორის მუნიციპალიტეტის მერიის ფინანსური მხარდაჭერით იწყებს ახალ პროექტს "გორელი ახალგაზრდა მოქალაქე ჟურნალისტები დემოკრატიისათვის".

5-თვიანი პროექტი მიზნად ისახავს დემოკრატიის განვითარების ხელშეწყობას, გორის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ ახალგაზრდებში სამოქალაქო ჟურნალისტიკის პოპულარიზაციის გზით.

პროექტის ფარგლებში, რადიო "მოზაიკა" დაეხმარება მუნიციპალიტეტში მცხოვრებ მოსწავლეებს დემოკრატიული ღირებულებების გააზრებაში და ხელს შეუწყობს ჟურნალისტიკის, როგორც სამოქალაქო აქტივიზმის ინსტრუმენტის დანერგვას და რეპლიკაციას თემში.

"პროექტის განხორციელების შედეგად, გორის მუნიციპალიტეტში სულ ცოტა 20 მოსწავლე, ერთის მხრივ, გაიაზრებს აქტიური მოქალაქის როლს საზოგადოების დემოკრატიულად განვითარების კუთხით, მიმდინარე პროცესებში ჩართვის მნიშვნელობას და მეორეს მხრივ, ექნება სამოქალაქო ჟურნალისტისთვის საჭირო უნარ-ჩვევები", - აცხადებს რადიო 'მოზაიკას" დირექტორი გვანცა დოლუაშვილი.

"მოზაკასა' და გორის მუნიციპალიტეტის მერიას შორის პროექტის თანადაფინანსების თაობაზე ხელშეკრულება დღეს გაფორმდა.

პროექტის ჯამური ღირებულება 4 550 ლარია. აქედან 3 600 ლარი გორის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების ხელშეწყობისა და თანადაფინანსების პროგრამიდან დაიფარება.

Read 612 times Last modified on Last modified on აპრილი 19 2019

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი