გორელი პარლამენტარების ინიციატივით, სოფელ ძევერაში სარწყავი არხი გაწმინდეს

აპრილი 18 2019 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

"გორელი პარლამენტარების, იოსებ მაკრახიძისა და თენგიზ ხუბულურის ინიციატივით, ძევერაში სარწყავი არხი გაწმინდეს", - ინფორმაცია რადიო "მოზაიკას" გორის თემის დეპუტატის, თენგიზ ხუბულურის ბიურომ მიაწოდა.

როგორც დეპუტატის ბიუროში აცხადებენ, ადგილზე კეთილმოწყობის სააგენტოს თანამშრომლები ჩავიდნენ შესაბამისი ტექნიკა ჩაიყვანეს. შემდეგ კი სამუშოებში მელიორაციის სამსახურიც ჩაერთო.

"გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ძევერის ცენტრში არსებული სარწყავი წყლის არხი დაფარული იყო ბეტონის ფილებით და ბოლო 50 წელზე მეტია, არ გაწმენდილა. გუბდებოდა წყალი და იტბორებოდა სოფელი. სასიხარულოა, რომ განხორციელებულმა სამუშაოებმა მოსახლეობის კმაყოფილება გამოიწვია", - აღნიშნა თენგიზ ხუბულურმა.

Read 226 times

ადგილი შენი რეკლამისთვის

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი