გორელმა მოჭიდავეებმა 5 მედალი მოიპოვეს

აპრილი 18 2019 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

გორელი ფალავანის, დურმიშხან ბერუაშვილის მემორიალურ ტურნირე წარმატებით იასპარეზეს გორელმა მოჭიდავეებმა.

 გორიდან ტატამზე გავიდნენ გორის გურამ პაპიტაშვილის სახელობის და შოთა ჩოჩიშვილის სახელობის კომპლექსური სპორტული სკოლების გუნდები. მათ გარდა ასევე მონაწილეობის მისაღებად ჩამოსული იყვნენ ქუთაისის, ზესტაფონის, ტყიბულის, ფოთის, ახმეტის, საგარეჯოს, ახალციხის, ხაშურის, კასპის, ქარელის, მარნეულის, წეროვანის, მცხეთის და თბილისის გუნდები. იასპარეზეს აგრეთვე ამჟამად გორში შეკრებაზე მყოფმა ყაზახმა ძიუდოისტებმა. 

საუკეთესოთა ვინაობა ირკვეოდა 9 წონით კატეგორიაში. ყველაზე მეტი გამარჯვებული გაუხდა გორის გურამ პაპიტაშვილის სახელობის ჭიდაობის კომპლექსურ სპორტულ სკოლას. 


კვარცხლბეკი:

  • 46 კგ. 1. გიორგი ინაშვილი (გორი. სპორტსკოლა), 2. მახარე ბანძელაძე (თბილისი. ლიდერი), 3. ლევან მამულაშვილი (კასპი), ლუკა ნოზაძე (ქარელი)
  • 50 კგ. 1. გიორგი ლოლაძე (თბილისი. შევარდენი), 2. ალეკო ჯანეზაშვილი (გორი. პაპიტაშვილის სახ. სკოლა), 3. ლუკა გადელია (ფოთი), შაკო სომხიშვილი (თბილისი)
  • 55 კგ. 1. გიორგი ტატულაშვილი (გორი. პაპიტაშვილის სახ. სკოლა), 2. გიორგი სარდანაშვილი (თბილისი. შევარდენი), 3. გიორგი ნიკოლეიშვილი (თბილისი. შევარდენი) და გელა ამირხანაშვილი (თბილისი. მებრძოლი) 
  • 60 კგ. 1. ნიკოლოზ კობერიძე (წეროვანი), 2. ვახტანგ პავლიაშვილი (თბილისი. შევარდენი), 3. კანად აბემულოვი (ყახაზეთი), გიგა მრელაშვილი (ახმეტა)
  • 66 კგ. 1. დათო ხუროშვილი (გორი. პაპიტაშვილის სახ. სკოლა), 2. ლუკა წიქვაძე (ქუთაისი), 3. ნოდარ ძამაშვილი (თბილისი. შევარდენი), გიგა მაისურაძე (ქარელი)
  • 73 კგ. 1. ჯუმბერ მელაძე (გორი. პაპიტაშვილის სახ. სკოლა), 2. გიორგი ხმალაძე (ქარელი), 3. დავით შათირიშვილი (საგარეჯო), მიშიკო ბუზალაძე (ახმეტა)
  • 81 კგ. 1. გიგი ივანიშვილი (თბილისი. შევარდენი), 2. ვაჟა საბაშვილი (თბილისი. ლაზარე), 3. გიორგი გავარდაშვილი (ახმეტა), მერაბ ხურციძე (თბილისი. შევარდენი)
  • 90 კგ. 1. მიხეილ ჯაფარიძე (თბილისი. ლიდერი), 2. გიორგი ტაბატაძე (ქუთაისი), 3. გიორგი ბადუაშვილი (ქარელი), რამაზ მჭედლიძე (ხაშური) 
  • +90 კგ. 1. შალვა გურეშიძე (ზესტაფონი), 2. უჩა ტაბატაძე (ზესტაფონი), 3. საბა კამლაძე (ქუთაისი), საბა ქარდავა (ქუთაისი)

შეჯირების ორგანიზატორი იყო გორის მუნიციპალიტეტის სპორტის განვითარებისა და ხელშეწყობის სააგენტო. გამარჯვებულებს და პრიზიორებს გადაეცათ თასები, მედლები და სიგელები. 

Read 190 times

ადგილი შენი რეკლამისთვის

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი