Back to Top
 

JPrize Web Geo

ხუთშაბათი, 18 აპრილი 2019 12:28

ფინკა ბანკის და “აგროსფეროს” სპეციალური შეთავაზება ფერმერებს (R)

Rate this item
(0 votes)

2019 წლის 17 აპრილს, ფინკა ბანკსა და და ფერმერთა სერვის ცენტრების ქსელ “აგროსფეროს” შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

თანამშრომლობა ითვალისწინებს ექსკლუზიურ პირობებს აგრო სესხზე, რომლის საპროცენტო განაკვეთი 2%-დან (ეფექტური 2.68%-დან) განისაზღვრა.

ფინკა ბანკის აგრო სესხის ექსკლუზიური პირობებით ისარგებლებენ ის ფერმერები, რომლებიც “აგროსფეროს” მაღაზიათა ქსელში შეიძენენ სასოფლო-სამეურნეო აღჭურვილობას და მასალებს, მცენარეთა დაცვის საშუალებებს, სასუქებს, სათესლე მასალას და სხვა წარმოდგენილ პროდუქციას.

აგრო სესხის ვადა 6-დან 15 თვემდეა, სესხის თანხა 4 501 ლარიდან 60 000 ლარამდე, 10 000 ლარამდე სესხის მიღება შესაძლებელია მომხმარებელთან ადგილზე ვიზიტის გარეშე, აგრო სესხის დამტკიცების და გაცემის საკომისიო - 0%.

ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს ხელი მოაწერეს ფინკა ბანკის საკრედიტო მიმართულების ხელმძღვანელმა ირაკლი აბაშიძემ და “აგროსფეროს” ასორტიმენტის მართვისა და განვითარების დირექტორმა მიხეილ გაგუნაშვილმა.

აგროსესხის შესახებ ინფორმაციის მიღება შესაძლებელია როგორც ფინკა ბანკში, ისე „აგროსფეროს“ სერვის ცენტრებში.

Read 836 times