გორის მერია ესკავატორის ყიდვას აპირებს

აპრილი 18 2019 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

გორის მუნიციპალიტეტის მერია ექსკავატორ - დამტვირთველს შეძენას გეგმავს.

უწყებამ ტენდერი უკვე გამოაცხადა.

ტექნიკის შესაძენად მერიას 204 000 ლარი აქვს გათვალისწინებული. სატენდერო წინადადებების მიღება 27 აპრილიდან დაიწყება და 4 დღის განმავლობაში გაგრძელდება.

სატენდერო პირობების მიხედვით, ექსკავატორ - დამტვირთველის საგარანტიო ვადა უნდა იყოს მინიმუმ 1 წელი სამუშაო საათების შეუზღუდავად; პრეტენდენტი უნდა იყოს შესყიდვის ობიექტის მწარმოებლის ოფიციალური წარმომადგენელი საქართველოში, მას უნდა გააჩნდეს საკუთარი ან/და ნაქირავები შესაბამისი სერვის - ცენტრი აღმოსავლეთ საქართველოში, შესყიდვის ობიექტის შეკეთებისთვის დაზიანების შემთხვევაში.

Read 132 times

ადგილი შენი რეკლამისთვის

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი