Back to Top
 

JPrize Web Geo

ხუთშაბათი, 18 აპრილი 2019 11:22

გუბერნატორი ანწუხელიძის ქუჩაზე მცხოვრებ დევნილებს შეხვდა

Rate this item
(0 votes)

შიდა ქართლის გუბერნატორი, გიორგი ხოჯევანიშვილი მოადგილესთან და ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილესთან ერთად გორში, კომბინატის დასახლებაში მცხოვრებ დევნილებს შეხვდა. 

მათ დევნილებს ის პროექტები და პროგრამები გააცნეს, რომლებიც მათი საცხოვრებელი თუ სოციალური პირობების გაუმჯობესების მიზნითაა დაგეგმილი.

"დევნილთა საკითხებზე აქტიურად ვმუშაობთ, ჩემი ერთ-ერთი მოადგილე სწორედ ამ მიმართულებას კურირებს და მუდმივი კონტაქტი აქვს დევნილ მოსახლეობასთან, ჩვენი მიზანია, რომ ცენტრალურ ხელისუფლებასთან და ადგილობრივ თვითმმართველობასთან ერთად ამ ადამიანების საჭიროებებზე მორგებული პროექტები განვახორციელოთ", - განაცხადა გუბერნატორმა. 

მისივე თქმით, წელს დაგეგმილია დევნილებისთვის 60 ბინის გადაცემა სურამსა და გორში. ასევე, მიმდინარეობს კარალეთის ჩასახლებაში და ახალსოფლის დევნილთა დასახლებამდე მისასვლელი გზების ასფალტირება .

Read 701 times