ცხინვალში მოსკოვის თეატრალური დასი ჩავა

აპრილი 18 2019 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

ცნობილი რუსი მსახიობის, სერგეი ბეზრუკოვის თეატრალური დასი ოკუპირებულ ცხინვალში გასტროლებს გამართავს. 

სავარაუდოდ, მოსკოვის თეატრალური დასი, რომელსაც ბეზრუკოვი ხელმძღვანელობს, რუსეთის მიერ ოკუპირებულ საქართველოს რეგიონში აგვისტოში ჩავა.

საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენელთა ინფორმაციით, ამჟამად ცხინვალში თეატრალური დასის სხვა ხელმძღვანელები და ტექნიკური პერსონალი იმყოფება. ისინი გასტროლების დეტალების შესახებ მოლაპარაკებებს მართავენ.

ბეზრუკოვის თეატრი ცხინვალში ე.წ. სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო პრეზიდენტის მიწვევით ჩადის.

Read 124 times

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი