ცხინვალში ჯერჯერობით დაუდგენელმა პირებმა მაღაზია და აფთიაქი გატეხეს

აპრილი 17 2019 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

ცხინვალში იმ პირებს ეძებენ, რომლებმაც მაღაზიიდან და აფთიაქიდან ფული მოიპარეს, - ინფორმაციას ფაქტის შესახებ ე.წ. სამხრეთ ოსეთის შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

ქურდობის შესახებ შეტყობინება დეფაქტო უწყებაში გუშინ შევიდა, თუმცა ეჭვმიტანილების დაკავება ამ დრომდე ვერ მოხერხდა.

"პოლიციის თანამშრომლები აწარმოებენ ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებს, მაღაზიის და აფთიაქის ქურდების დასაკავებლად. როგორც ჩვენთან საუბარში სავაჭრო ობიექტის მფლობელმა განმარტა, უცნობმა პირებმა სტალინის ქუჩაზე მდებარე მაღაზიათა ქსელიდან 47,350 რუბლი მოიპარეს", - აღნიშნავენ დეფაქტო უწყების პრესსამსახურში.

Read 521 times

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი