იზორია: ინფორმაცია გორის თავდაცვის აკადემიის იუნკერის მიერ განხორციელებულ ძალადობაზე სიცრუეა

აპრილი 17 2019 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

თავდაცვის მინისტრმა უარყო ინფორმაცია, რომლის თანახმად გორის თავდაცვის ეროვნული აკადემიის ქართველმა იუნკერმა თითქოს ამერიკელ იუნკერ გოგონაზე იძალადა.

ლევან იზორიას განცხადებით, დეზინფორმაციული კამპანია საზოგადოებაში სახელმწიფო ინსტიტუტებს, განსაკუთრებით კი თავდაცვის ძალების მიმართ ნდობის შემცირებისაკენ არის მიმართული. თავდაცვის მინისტრამდე, ინფორმაციას თბილისში ამერიკის საელჩო გამოეხმაურა და თქვა, რომ ძალადობის ფაქტი არ დადასტურდა.

რამდენიმე დღის განმავლობაში, ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომლის მიხედვით, ქართველ კურსანტებს ძალადობაში კადეტთა კვირეულზე საქართველოში ჩამოსული ამერიკელი სამხედრო ქალი ადანაშაულებს.

გავრცელებული ინფრომაციის თანახმად, შემთხვევა 4 აპრილის საღამოს მოხდა, მაშინ, როდესაც თავდაცვის აკადემიის ტერიტორიაზე არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფი სამხედროები რესტორნიდან დაბრუნდნენ და მათ არავინ აკონტროლებდა.

საქართველოში ამერიკის კონსულს ინფორმაცია თავად ამერიკის მოქალაქე სამხედრომ მიაწოდა. 

Read 178 times

ადგილი შენი რეკლამისთვის

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი