Back to Top
 

JPrize Web Geo

ოთხშაბათი, 17 აპრილი 2019 11:37

მაღალმთიანი დასახლებების განვითარების ფონდიდან ქვემო ხვითისთვის 447 740 ლარი გამოიყოფა

Rate this item
(0 votes)

მაღალმთიანი დასახლებების განვითარების ფონდიდან მუნიციპალიტეტებისთვის 4.5 მილიონი ლარი გამოიყოფა. ამისთვის მთავრობის შესაბამისი განკარგულება გამოიცა.

აღნიშნული თანხიდან 447 740 ლარამდე თანხას მიიღებს გორის მუნიციპალიტეტი – სოფელ ქვემო ხვითის გზის რეაბილიტაციისთვის (სოფლის ცენტრიდან ზ.ხვითის მიმართულებით მისასვლელი გზა).

ადგილობრივების განმარტებით, ეს საკითხი სოფლის ერთ-ერთ აქტუალურ პრობლემას წარმოადგენს. გორის მუნიციპალიტეტის მერიამ გასულ წელს გზის რეაბილიტაცია მხოლოდ ნაწილობრივ განახორციელა - რკინიგზის სადგურიდან სოფლის ცენტრამდე 1070 მეტრიანი მონაკვეთი ადგილობრივი ბიუჯეტიდან შეკეთდა.

მაღალმთიანი დასახლებების განვითარების ფონდიდან გამოყოფილი თანხით კი ამჯერად სოფლის ცენტრიდან ზ.ხვითის მიმართულებით მისასვლელი გზის მონაკვეთის რეაბილიტაცია მოხდება.

Read 761 times