გორის სოფლებში 162 ხე მოიჭრა და 132 ხე გადაიბელა

თებერვალი 24 2018 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

გორის მუნიციპალიტეტის 18 ადმინისტრაციულ ერთეულში შემავალ სოფლებში მოიჭრა 162 ძირი დ გადაიბელა 132 ძირი ხე, - ეს ინფორმაცია კეთილმოწყობის სამსახურის 2017 წლის ანგარიშშია მოცემული.

 დოკუმენტის თანახმად, მოჭრილმა და გადბელილმა ხეებმა სულ 431 კუბური მეტრი შეადგინეს. მასალა ამავე სოფლების ადმინისტრაციული ერთეულის წარმომადგენლებს გადაეცათ. 

სოფელ კარალეთის მონაკვეთზე არსებულ ქარსაფარ ზოლში მოჭრილი საშეშე მერქანი - ოცულობით 908 კუბური მეტრი, დაიჭრა მოკლე მორებად და ჩაბარდა 9 ადმინისტრაციული ერთეულის წარმომადგენელს, სოციალურად დუცველი ოჯახებისთვის გადასაცემად, - ნათქვამია ანგარიშში.

ხეებს გამწვანების, სკვერების და გაზონების მომსახურების სამსახური ჭრიდა და ბელავდა. 

გასული წლის ანგარიშს სამსახური დასამტკიცებლად საკრებულოს მარტში წარუდგენს. 

 

 

Read 881 times

ადგილი შენი რეკლამისთვის

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი