Back to Top
 

JPrize Web Geo

სამშაბათი, 16 აპრილი 2019 14:24

გორში ერთ-ერთ ბინასთან სპეცდანიშნულების რაზმის თანამშრომლები იმყოფებიან

Rate this item
(0 votes)

ამ წუთებში, ჭალის დასახლებაში სპეცდანიშნულების რაზმის თანამშრომლები იმყოფებიან.

ადგილობრივების ინფორმაციით, სამართალდამცავები ერთ - ერთ ბინაში შევიდნენ, თუმცა რა მიზნით, ეს მათთვის უცნობია. ზოგიერთი მათგანის ვარაუდით, მიმდინარეობს სპეცოპერაცია ნარკოტიკის ამოღების მიზნით.

"დავინახე მაღაზია "მაგნიტთან" დაახლოებით შვიდი, რვა მანქანა იდგა, ხალხი იყო შეკრებილი. ახლოს რომ მივედი, სპეცრაზმიც შევნიშნე. არ ვიცი, რას ეძებენ", - ამბობენ ადგილობრივები

რადიო "მოზაიკა" შსს -საც დაუკავშირდა, უწყებაში განმარტავენ, რომ დეტალებს ამ წუთები არკვევენ, რის შესახებაც ინფორმაციას მოგვიანებით გაავრცელებენ.

Read 1829 times