Back to Top
 

JPrize Web Geo

სამშაბათი, 16 აპრილი 2019 12:33

სააღდგომოდ, გორის საბავშვო ბაღები მხოლოდ ორი დღით დაისვენებენ

Rate this item
(0 votes)

გორის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მოქმედი სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებები 26 და 29 აპრილს არ იმუშავებენ, - ეს ინფორმაცია რადიო "მოზაიკას" სკოოლამდელი აღზრდის სააგენტოს ხელმძღვანელმა მიაწოდა.

ლია კოვზიაშვილის განმარტებით, აღსაზრდელები სააღდგომოდ მხოლოდ ორ დღეს დაისვენებენ. რაც შეეხება საზაფხულო არდადეგებს, ის 26 ივლისიდან დაიწყება და 15 სექტემბრამდე გაგრძელდება.

"სააღდგომო არდადეგები არ გვაქვს ბაღებში. უბრალოდ, მხოლოდ ორ დღეს გვაქვს დასვენება, წითელ პარასკევს და აღდგომის მეორე დღეს, ორშაბათს. დიდ ხუთშაბათს ჩვეულებრუივად არის სწავლა, ისე როგორც სხვა დანარჩენ სამუშაო დღეებში. რაც შეეხება საზაფხულო არდადეგებს, 26 ივლისიდან დაიწყება და 15 სექტემბრამდე ქალაქის მასშტაბით, მხოლოდ 3 მორიგე ბაღი იმუშავებს", - აღნიშნა ლია კოვზიაშვილმა.

Read 1959 times