Back to Top
 

JPrize Web Geo

სამშაბათი, 16 აპრილი 2019 11:46

გორის მერიის სოციალურმა სამსახურმა 4 თვეში 700 000 ლარზე მეტი დახარჯა

Rate this item
(0 votes)

გორის მერიის სოციალური დახმარების სამსახურმა გამოყოფილი თანხის თითქმის 40 % უკვე დახარჯა.

სოციალურ სამსახურს სულ 1 მლნ 840 000 ლარი აქვს გამოყოფილი.

სამსახურის ხელმძღვანელის, დავით ჩიხრაძის განცხადებით, მაღალი მომართვიანობის გამო შესაძლოა საკრებულოს თანხის დამატება სთხოვონ.

"700 000 ლარზე მეტი უკვე დაიხარჯა სხვადასხვა მიმართულებით. საერთოდ, პირველ კვარტალში გვაქვს ხოლმე შემოტევა. ზაფხულის პერიოდში შედარებით ნაკლებია მომართვები. შემოდგომით კი ისევ ბევრი მოგვამართავს. შესაძლოა, თანხის დამატება დაგვჭრდეს. წელს სოციალური დახმარებისთვის თანხა კი გაიზარდა, მაგრამ მომართვიანობამაც მოიმატა", - გვითხრა გორის მერიის სოციალური სამსახურის ხელმძღვანელმა, დავით ჩიხრაძემ

Read 679 times