საბავშვო ბაღის დირექტორები კვების ახალ მენიუს იწუნებენ
საბავშვო ბაღებისთვის შემუშავებულ კვების ახალ მენიუს დირექტორები იწუნებენ. მათი თქმით, მენიუში გათვალისწინებული საკვები ბავშვების უმრავლესობას არ მოსწონს და ჭამაზე უარს ამბობს.
დირექტორები კვების მენიუს შეცვლას ითხოვენ.
საბავშო ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელი ფიქრობს, რომ პატარები ახალ საჭმელს მალე შეეჩვევიან და აღმზრდელებს მათი გადაყრა აღარ მოუწევთ. მისივე განცხადებით, კვების რაციონი და კალორაჟი სპეციალისტების რეკომენდაციებით შეადგინეს და ის აღარ შეიცვლება.
სკოლამდელი ასაკის ბავშვთა სრულფასოვანი და ჯანსაღი კვებისთვის შედგენილი ახალი 10 დღიანი პერსპექტიული მენიუ ორშაბათიდან ამოქმედდება. ნიმუშები გორის საბავშვო ბაღების ხელმძღვანელებს უკვე გადაეცათ.
Latest from რადიო მოზაიკა
- სოფელ ბერშუეთში საცხოვრებელ სახლს ცეცხლი გაუჩნდა
- კოვზიაშვილი: გორის ბაღებში ჩუტყვავილას გარდა, სხვა ინფექციური დაავადება არ გამოვლენილა
- გორის სასამართლომ მოქალაქე მარიხუანას შეძენა-შენახვისთვის დააჯარიმა
- ბადრი ბასიშვილი პარლამენტში ნიკა მელიას ჩაანაცვლებს
- საქართველოს თასის ტურნირზე თავისუფალ ჭიდაობაში პირველი ადგილი სამმა სპორტსმენმა მოიპოვა