Back to Top
ორშაბათი, 15 აპრილი 2019 17:32

დევნილებს სააღდგომოდ ზეთი და შაქარი დაურიგეს

Rate this item
(0 votes)

ქურთის მუნიციპალიტეტიდან დევნილ ოჯახებს გამგეობამ, წინასააღდგომოდ, 10 ლიტრი ზეთი გადასცა.

დახმარება დევნილი ოჯახებისთვის 2018 წლის სოციალური პროგრამის ფარგლებში განხორციელდა.

ქურთის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილის თქმით, საჭირო თანხები ყოველწლიურად ადგილობრივ ბიუჯეტში, სოციალურ პროგრამაშია გაწერილი.

“ბიუჯეტში გვაქვს თანხები გათვალისწინებული და ყოველწლიურად ვეხმარებით დევნილ ოჯახებს, ზეთით, შაქრით, ფქვილით. პირველ ეტაპზე ზეთი დავურიგეთ 2770 - მდე ოჯახს“, - აღნიშნა ნუგზარ კახნიაშვილმა.

ნუგზარ კახნიაშვილის განცხადებით, სააღდგომოდ დევნილ ოჯახებს შაქარი, ორ თვეში ფქვილი დაურიგდებათ.

Read 1201 times Last modified on ორშაბათი, 15 აპრილი 2019 19:08