Back to Top
 

JPrize Web Geo

პარასკევი, 12 აპრილი 2019 12:30

ციცაგიანთკარში ტრანსპორტის მოსაცდელის დადგმას ითხოვენ

Rate this item
(0 votes)

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ციცაგიანთკარის მოსახლეობა მოსაცდელის დადგმას ითხოვს. ადგილობრივების თქმით, პრობლემა სოფლის მოსახლეობას წლებია აწუხებს.

“ჩვენს სოფელში არასოდეს ყოფილა მოსაცდელი, რამდენჯერმე ვთხოვეთ ადგილობრივ ხელისუფლებას, დაგვპირდნენ ამოვიტანთო, მაგრამ არ მოუტანიათ. სოფლის წარმომადგენელსაც ვუთხარით. მთელი ზამთარი ბავშვებს ღია ცის ქვეშ უწევთ დგომა, სველდებიან. ახლა კარგი ამინდებია და კიდევ არაუშავს“, - ამბობენ ადგილობრივები. 

მერის წარმომადგენელის თქმით, ციცაგიაანთკარის აღნიშნულ პრობლემას მომავალ კვირას მოაგვარებენ.

“გვქონდა ამაზე საუბარი მერის მოადგილესთან და უკვე შეთანხმებულია. სავარაუდოდ, მომდევნო კვირაში ავიტანთ და დავდგამთ მოსაცდელს. მოსახლოებას ეს პრობლემა აღარ ექნება“, - გვითხრა ტარიელ ვათიაშვილმა

გორის მუნიციპალიტეტის მერიამ გორში არსებული ძველი მოსაცდელები ორი წლის წინ ახლით ჩაანაცვლა. მოძველებული მოსაცდელები კი სოფლებში გადაანაწილა.

Read 893 times