ვაუჩერული დაფინანსების სისტემა საბავშვო ბაღებში - გორში დისკუსია მოეწყო

აპრილი 11 2019 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

"საბავშვო ბაღები ვაუჩერულ სისტემაზე უნდა გადავიდნენ", - გორის საინფორმაციო ცენტრის მიერ ორგანიზებულ დისკუსიაზე მონაწილეები ამ დასკვნამდე მივიდნენ.

მათ მიაჩნიათ, რომ საჭიროა საბავშვო ბაღებში რეფორმის გატარება და ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხების ეფექტური მართვა.

"გამოიკვეთა ცენტრალიზებული მმართველობის პრობლემა, რაც დიდი პერსპექტივების დასახვის საშუალებას არ იძლევა. ამ სერვისის ძირითადი პრობლემა ფინანსირების სქემებში მდგომარეობს. ფინანსების გადანაწილება ამ ეტაპზე არაეფექტიანად ხდება. შესაცვლელია მთლიანი მექანიზმი, აუცილებელია ვაუჩერულ სისტემაზე გადასვლა, უნდა ფინანსდებოდეს ბავშვი და არა საბავშვო ბაღი. 

ასეთი პრინციპების დაწესება ამ სერვისის მიწოდებას კერძო სექტორშიც შესაძლებელს გახდის, რაც ხელს შეუწყობს სკოლამდელი აღზრდის დაწესებულების დამოუკიდებლობას, სადაც არ იქნება ჩართული ადგილობრივი თვითმმართველობა", - ამბობს გორის საინფორმაციო ცენტრის ხელმძღვანელი, მიშა ჩიტაძე.

Read 656 times

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი