Back to Top
 

JPrize Web Geo

პარასკევი, 23 თებერვალი 2018 15:50

ცხინვალის "უშიშროება": ტატუნაშვილის ტელეფონში სამხედრო ინფრასტრუქტურის ფოტო აღმოვაჩინეთ

Rate this item
(0 votes)

ე.წ. სამხრეთ ოსეთის უშიშროების სამსახურის ინფორმაციით, არჩილ ტატუნაშვილი „ქართული აგრესიის მონაწილე“ და სპეცსამსახურების ინფორმატორი იყო.

როგორც დე ფაქტო უშიშროების სამსახურში ამბობენ, ტატუნაშვილის მობილურ ტელეფონში აღმოაჩინეს ე.წ. სამხრეთ ოსეთის სამხედრო ინფრასტრუქტურის ფოტო

არჩილ ტატუნაშვილი ქართული სპეცსამსახურების ინფორმატორი და 2004-2008 წლებში ქართული აგრესიის აქტიური მონაწილე იყო. მის პირად ნივთებს შორის იყო სამხრეთ ოსეთის დოკუმენტები, საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობა, საქართველოს შეიარაღებული ძალების ოფიცრის სავიზიტო ბარათი. მის მობილურ ტელეფონში კი აღმოჩნდა სამხრეთ ოსეთის სამხედრო ინფრასტრუქტურის ფოტო“, -ნათქვამია ე.წ. უშიშროების სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში

Read 3328 times Last modified on პარასკევი, 23 თებერვალი 2018 15:54