გუბერნატორი: ბერბუკში თაფლის ქარხანა გაიხსნება

აპრილი 10 2019 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

შიდა ქართლის გუბერნატორის, გიორგი ხოჯევანიშვილის თქმით, რამდენიმე თვეში, ბერბუკის დასახლებაში თაფლის ქარხანა გაიხსნება.

ქარხანაში ადგილობრივები იქნებიან დასაქმებულნი.

"უახლოესი თვეების განმავლობაში იგეგმება მისი გახსნა. ბერბუკში იქნება ეს ქარხანა. აღმოსავლეთ საქართველოში წარმოებულ თაფლს მთლიანად ჩაიბარებს აღნიშნული ქარხანა. რაც შეეხება დასაქმებულებს, ადგილობრივები დასაქმდებიან", - განაცხადა ხოჯევანიშვილმა.

შიდა ქართლის რწმუნებული, გიორგი ხოჯევანიშვილი საზოგადოებას შუალედურ ანგარიშსა და შიდა ქართლის რეგიონში 2019 წელს დაგეგმილი პროექტების შესახებ ინფორმაციას აცნობს. ღონისძიებას სხვადასხვა სამინისტროების, სააგენტოების, დიპლომატიური კორპუსისა და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები ესწრებიან.

Read 995 times

ადგილი შენი რეკლამისთვის

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი