Back to Top
ოთხშაბათი, 10 აპრილი 2019 12:38

გუბერნატორის ცნობით, საოკუპაციო ხაზის სოფლებში 56 ინფრასტრუქტურული პროექტი განხორციელდება

Rate this item
(0 votes)

2019 წელს, საოკუპაციო ხაზთან მდებარე 22 სოფელში წყალმომარაგების სისტემა მოეწყობა", - ამის შესახებ შიდა ქართლის გუბერნატორმა, გიორგი ხოჯევანიშვლმა რეგიონში 2019 წელს დაგეგმილი პროექტების პრეზენტაციის განაცხადა.

გუბერნატორის ცნობით, საოკუპაციო ხაზთან მდებარე 11 სოფელში დაიგება გზა, მეჯვრისხევსა და ერგნეთში აშენდება საბავშვო ბაღები, რეაბილიტაცია ჩაუტარდება 4 საბავშვო ბაღს და აშენდება 2 სკოლა (მეჯვრისხევი და კოდისწყარო).

გარდა ამისა, ასევე დაგეგმილია 14 მინი სტადიონის რეაბილიტაცია.

შიდა ქართლის რწმუნებული გიორგი ხოჯევანიშვილი საზოგადოებას შუალედურ ანგარიშსა და შიდა ქართლის რეგიონში 2019 წელს დაგეგმილი პროექტების შესახებ ინფორმაციას აცნობს. ღონისძიებას სხვადასხვა სამინისტროების, სააგენტოების, დიპლომატიური კორპუსისა და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები ესწრებიან.

Read 827 times Last modified on ოთხშაბათი, 10 აპრილი 2019 12:45