გასულ წელთან შედარებით ინფრასტრუქტურული პროექტების დაფინანსება გაორმაგდება

აპრილი 10 2019 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

შიდა ქართლის გუბერნატორის ანგარიშის მიხედვით, გასულ წელს რეგიონში, სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, 4 მლნ 318 000 ლარის ღირებულების პროექტები განხორციელდა.

ოთხივე მუნიციპალიტეტში, 2018 წელს 403 პროექტი შესრულდა.

რაც შეეხება ინფრასტრუქტურულ პროექტებს, გიორგი ხოჯევანიშვილის ცნობით, 142 პროექტისთვის 34 მლნ ლარი დაიხარჯა.

2019 წელს კი 617  პროექტის განხორციელებისთვის ხელისუფლება 72 მლნ ლარს დახარჯავს.

შიდა ქართლის რწმუნებული გიორგი ხოჯევანიშვილი საზოგადოებას შუალედურ ანგარიშსა და შიდა ქართლის რეგიონში 2019 წელს დაგეგმილი პროექტების შესახებ ინფორმაციას აცნობს. ღონისძიებას სხვადასხვა სამინისტროების, სააგენტოების, დიპლომატიური კორპუსისა და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები ესწრებიან. 

Read 450 times Last modified on Last modified on აპრილი 10 2019

ადგილი შენი რეკლამისთვის

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი