Back to Top
 

JPrize Web Geo

სამშაბათი, 09 აპრილი 2019 17:16

გორში, კაჩინსკების ქუჩაზე, სმოლენსკის ტრაგედიას გაიხსენებენ

Rate this item
(0 votes)

ხვალ გორში ლეხ და მარია კაჩინსკების გარდაცვალებასთან დაკავშირებით ღონისძიება მოეწყობა, რომელშიც ადგილობრივები, სტუდენტები, ხელისუფლების წარმომადგენლები და სასულიერო პირები მიიღებენ მონაწილეობას.

ორგანიზატორების ინფორმაციით, გვირგვინებით შეამკობენ მარშალ იუზეფ პილსუდსკის მემორიალს. აქტივობებში ასევე ჩაერთვება პოლონეთის საელჩოს წარმომადგენლები

9 წლის წინ , 10 აპრილს ავიაკატასტროფა სმოლენსკში მოხდა. თვითმფრინავმა, რომლის ბორტზეც სამთავრობო დელეგაციის 100 წევრი იმყოფებოდა, კატასტროფა განიცადა.

ამ ტრაგედიის შემდეგ გორში ლეხ და მარია კაჩინსკების ქუჩა, ასევე მარშალ პილსუდსკის სკვერი მოეწყო.

Read 1109 times