Back to Top
 

JPrize Web Geo

სამშაბათი, 09 აპრილი 2019 16:12

მაკრახიძე: 30 წლის წინანდელი პერიოდის მსგავსად, რუსული საფრთხე ახლაც დიდია

Rate this item
(0 votes)

"მახსოვს ,30 წლის წინ როგორ ვუყურებდით ყველა ტელევიზორს, ვინც თბილისში არ იყო. როგორი ინტერესით ველოდებოდით, როგორ განვითარდებოდა მოვლენები", - 1989 წლის 9 აპრილი რადიო "მოზაიკასთან" საუბარში გორის მაჟორიტარმა დეპუტატმა გაიხსენა.

იოსებ მაკრახიძე ამბობს, რომ მაშინ მნიშვნელობა არ ჰქონდა პოლიტიკურ შეხედულებებს, საქმიანობას და პროფესიას - ყველას თავისუფლების სურვილი ამოძრავებდა.

"ჩემთვის ეს დღე ტკივილთან ასოცირდება. თვალნათლივ მახსოვს ის კადრები. ჯარი, ახალგაზრდები,ქალები ა.შ. მართალია ძალიან მძიმე გასახსენებელია ეს დღე, რადგან უდიდესი ტრაგედია მოხდა, მაგრამ ამავე დროს 9 აპრილი საამაყო და ისტორიული მნიშვნელობის მქონე თარიღია", - ამბობს იოსებ მაკრახიძე.

Read 893 times