ცხინვალის დე ფაქტო უშიშროება: ტატუნაშვილი გულის შეტევით გარდაიცვალა

თებერვალი 23 2018 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

ცხინვალის უშიშროების სამსახურის ინფორმაციით, არჩილ ტატუნაშვილის გარდაცვალების მიზეზი გულის მწვავე უკმარისობა გახდა.

დე ფაქტო უშიშროების სამსახურის ინფორმაციით, მას შემდეგ რაც ტატუნაშვილმა სცადა სამხედრო მოსამსახურისათვის იარაღის წართმევა, ის დაცვის ტანამშრომლებმა წააქციეს, რა დროსაც მან კიბის საფეხურს თავი დაარტყა.

დე ფაქტო უშიშროების სამსახური ასევე განმარტავს, რომ ტატუნაშილს მალე სუნთქვის უკმარისობა დაეწყო და დაუყოვნებლივ გადაიყვანეს საავადმყოფოში, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.

არჩილ ტატუნაშვილი და საქართველოს კიდევ ორი მოქალაქე გუშინ დააკავეს ცხინვალის შეარაღებული ძალების წარმომადგენლებმა ახალგორში. ტატუნაშვილს ბრალი „ოსი ხალხის გენოციდში“ დასდეს. იგი წინასწარი დაკავების იზოლატორში გადაყვანიდან რამდენიმე საათში საეჭვო ვითარებაში გარდაიცვალა

Read 1354 times

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი