Back to Top
სამშაბათი, 09 აპრილი 2019 11:14

სამეფო ქუჩის რეაბილიტაცია 2020 წელს დასრულდება

Rate this item
(0 votes)

მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ გამოცხადებული ტენდერი სამეფო ქუჩის რეაბილიტაციისთვის ხვალ დასრულდება. 

საპროექტო დოკუმენტაციის შესყიდვაზე ტენდერი მიმდინარე წლის 29 მარტს გამოცხადდა და 10 აპრილს დასრულდება.

პროექტი საქართველოს მთავრობის დაფინანსებით ხორციელდება და სავარაუდო ღირებულება 50 ათასი ლარია.

აღნიშნული პროექტის საფუძველზე, დაგეგმილია სამშენებლო - სარეაბილიტაციო სამუშაოების განხორციელება. პროექტის სავარაუდო ღირებულება 2 მილიონი ლარია. სამშენებლო სარეაბილიტაციო სამუშაოები სავარაუდოდ, მიმდინარე წლის შემოდგომაზე დაიწყება და 2020 წელს დასრულდება

Read 872 times Last modified on სამშაბათი, 09 აპრილი 2019 12:06