გორის მერია ნაგვის მანქანებს ყიდულობს

აპრილი 08 2019 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

გორის მუნიციპალიტეტის მერია 315 000 ლარად მცირე ტევადობის ნაგვის გასატან სპეციალური მანქანებს შეიძენს. შესაბამისი ტენდერი უკვე გამოცხადებულია.

სატენდერო პირობების მიხედვით, მერია 3 მცირე ტევადობის მქონე ნაგვის გასატანი სპეციალური მანქანის შეძენას, ტენდერში გამარჯვებული კომპანიისგან, 100 კალენდარული დღის ვადაში აპირებს.

სატენდერო კომისიის თავმჯდომარე მერის მოადგილე ერასტი ელიჯარაშვილია. წინადადებების მიღება 15 აპრილს დასრულდება.

პარალელურად, მერია კიდევ ერთ ნაგვის მანქანის შეძენაზე აცხადებს ტენდერს. ამჯერად, საშუალო ტევადობის ნაგვის გასატანი სპეციალური მანქანის შეძენაზე ადგილობრივი ბიუჯეტიდან 150 000 ლარის აგდახდა აქვს გათვალისწინებული.

ამავე თემაზე: გორის მერია 150 000 ლარად ნაგვის გასატან მანქანას ყიდულობს

Read 340 times

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი