გორის მერია 11 მლნ-დან არაფორმალური განათლებისთვის მხოლოდ 50 000 ლარს დახარჯავს

აპრილი 05 2019 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

2019 წელს გორის მერია განათლების ხელშეწყობისთვის 11 მლნ ლარს დახარჯავს.

მერია სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებს 7 მლნ 192 ათასი ლარით დააფინანსებს, ხოლო სკოლების მცირე სარეაბილიტაციო სამუშაოებისა და მოსწავლეთა ტრანსპორტირებისთვის კი 1 მლნ 938 300 ლარს გამოყოფს.

გარდა ამისა, სკოლების განათლება - არაფინანსური აქტივებისთვის 1 მლნ 877 600 ლარია გათვალისწინებული.

​მერიის განათლების განყოფილების უფროსის, ნინო ბერიანიძის განმარტებით, სკოლამდელი აღზრდის სააგენტოს ბიუჯეტი ძირითადად კვებაზე, ხელფასებზე, ახალი ჯგუფების დამატებასა და ბაღების გახსნაზეა გადანაწილებული.

ბოლო სამი წლის განმავლობაში განათლების მიმართულებით ყველაზე მეტი თანხა წელს დაიხარჯება.  ადგილობრივმა ხელისუფლებამ ამ სფეროს 2018 წელს - 6 მლნ 998 300 ლარი მოახმარა, 2017 წელს 5 მლნ 839 700 ლარი დახარჯა.

Read 311 times

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი