სასამართლო პროცესები გორის მერიის მონაწილეობით - წაგებული და მოგებული საქმეები

აპრილი 05 2019 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

გორის მერიის წინააღმდეგ რამდენიმე სასამართლო დავა ამ დრომდე გრძელდება.

კონსტანტინე თავზარაშვილის მერობის პერიოდში სასამართლოში მასთან დაკავშირებული 57 საქმე განიხილება. აქედან 6 უკვე წაგებული აქვს, - ამ ინფორმციას საკრებულოს წევრი ვასილისა ჯაბახიძე ავრცელებს.

მისი განმარტებით, არსებული ვითარება მერის და ზოგადად მუნიციპალიტეტის არაეფექტურ მუშაობაზე მიანიშნებს და მოქალაქეებს ამ საქმეებში ბიუჯეტიდან თანხების გაღება უწევთ.

"2018 წლის მონაცემებით, დღემდე გორის მერი 57 სასამართლო პროცესსშია ჩართული. აქედან მხოლოდ 13 პროცესსში იყო მოსარჩელე, ანუ თვითონ შეიტამა სასამართლოში სარჩელი. ხოლო 44 სასამართლო პროცესსზე იყო მოპასუხე. აქედან დასრულდა 22 პროცესი, საიდანაც გორის მერმა წააგო 6 პროცესი. შესაბამისად, მაშინ, როდესაც გორის მუნიციპალიტეტის მერის წინააღმდეგ 44 სასამართლო პროცესია ჩანიშნული, ბადებს კითხვის ნიშნებს, რომ კოტე თავზარაშვილს დიდი პრობლემა აქვს კანონის დაცვასთან და შესაბამისად, ეს ადამიანი არ არის კომპეტენტური. ამას ემატება იურისტის ხარჯები, რომელსაც მერი ადვოკატებში ხარჯავს. ასევე, მან ჩვენთანაც წააგო სასამართლო დავა მაშინ, როდესაც ვერ გაერკვა შპს-ის დირექტორი იყო, თუ გორის მერი. აღნიშნული გადაწყვეტილება გორის მერმა გაასაჩივრა სააპელაციო სასამართლოში", - ამბობს ვასილისა ჯაბახიძე.

6 თუ წავაგეთ  16 მოვიგეთ 22 პროცესიდან, - ასე გამოეხმაურნენ ოპოზიციის განცხადებას გორის მუნიციპალიტეტის მერიაში. უწყების ცნობით, 22 პროცესიდან 16 პროცესი გორის მუნიციპალიტეტის მერიის ინტერესების სასარგებლოდ დასრულდა.

"2018 წლის 1 იანვრიდან 2019 წლის 22 მარტამდე გორის მუნიციპალიტეტის მერიის მეორადი სტრუქტურული ერთეული - იურიდიული განყოფილება ჩართული იყო მხარედ 57 სასამართლო პროცესში, სხვადასხვა ინსტანციის სასამართლოში. აქედან სხვადასხვა ეტაპზე მიმდინარეობს 35 სასამართლო პროცესი, ხოლო 22 სასამართლო დავა დასრულებულია. მითითებული 57 დავიდან გორის მუნიციპალიტეტის მერია მოსარჩელე მხარეს წარმოადგენს/წარმოადგენდა 13 სასამართლო პროცესში და მოპასუხე მხარეს წარმოადგენს/წარმოადგენდა 44 სასამართლო პროცესში. ზემოაღნიშნული, დასრულებული 22 სასამართლო პროცესიდან მხოლოდ 6 პროცესი დასრულდა გორის მუნიციპალიტეტის მერიის ინტრესების საწინააღმდეგოდ, ხოლო 16 პროცესი დასრულდა გორის მუნიციპალიტეტის მერიის ინტერესების სასარგებლოდ. რაც შეეხება იმას, რომ ადვოკატებში და იუსრისტებში ხარჯავს ფულსო, ეს არ შეესაბამება სინამდვილეს, რადგან მერიის ინტერესებს მერიის იურიდიული განყოფილების თანამშრომლები იცავენ და არ აგვიყვანია არც იურისტი და არც ადვოკატი", - აცხადებენ მერიაში.

Read 462 times Last modified on Last modified on აპრილი 05 2019

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი