გორის მერია ხანძრით დაზარალებულ ყველა ოჯახს დაეხმარა

აპრილი 05 2019 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

გორის მუნიციპალიტეტის მერია სოციალური დახმარების პროგრამის ფარგლებში, ხანძრით დაზარალებულ ყველა ოჯახს დაეხმარა.

2019 წელს დახმარების თხოვნით მერიას 3 ოჯახმა მიმართა.

"5 400 ლარით დავეხმარეთ 3 ოჯახს. შარტავას ქუჩაზე მომხდარი ხანძრისას ორი სახლის ნაწილი დაიწვა. ერთს გამოვუყავით 2400 ლარი, ხოლო მეორეს - 2700 ლარი.

ასევე დავეხმარეთ ხიდისთავში მცხოვრებ ოჯახს, რომელსაც 300 ლარი ჩავურიცხეთ ზიანის ასანაზღაურებლად", - გვითხრა გორის მერიის სოციალური სამსახურის უფროსმა, დავით ჩიხრაძემ.

სოციალური დახმარების პროგრამის ფარგლებში გორის მერია ხანძრით დაზარალებულ ოჯახებს ეხმარება. ამისათვის, წლის განმავლობაში, 30 000 ლარია გამოყოფილი.

Read 497 times

ადგილი შენი რეკლამისთვის

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი