სააკაშვილი: ქართველების და ოსების თანაცხოვრების სურვილის შეჩერება რუსეთმა ომით სცადა

აპრილი 03 2019 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

ართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, რუსეთმა საქართველოსთან ომი იმიტომ წამოიწყო, რომ ქვეყანა სწრაფი ტემპით ვითარდებოდა და ცხინვალის მცხოვრებლებისათვის დანარჩენი საქართველო თანდათან მიმზიდველი ხდებოდა. 

სააკაშვილის თქმით, სოციალურმა, ინფრასტრუქტურულმა და კულტურულმა პროექტებმა იმ დროისათვის თავისი შედეგი აჩვენა.

"ცხინვალი სწრაფი ტემპებით ისედაც მიგვქონდა, საავადმყოფოებს ვაშენებდით, დისკოთეკებს ვაკეთებდით, ამას დაარქვა კარლ ბილდტმა დისკოთეკების დიპლომატია. არსი იყო ის, რომ შევურიგდით იმ ადამიანს, ვინც გვესროდა, დიმა სანაკოევს, ვაპატიეთ ერთმანეთს ყველაფერი, გავუკეთეთ მთავრობა და ვეუბნებოდით, რომ "აჰა, კაცო, ოსების მთავრობაა, თან ყოფილი სეპარატისტების, ყველაფერს გაძლევთ, ოღონდ საქართველოში, რა თქმა უნდა, რუსები არ გვინდა, ჩვენ შორის რუსები არ გვინდა". მერე რუსები აღელდნენ და მთელი ე.წ. ცხინვალის მთავრობა ჩაანაცვლეს რუსი ოფიცრებით და მერე ვის უნდა მოვლაპარაკებოდი"? - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა გადაცემაში "კვირის აქცენტები".

mishas tamarasbkasdnk

ყოფილი პრეზიდენტი ამბობს, რომ საქართველო "ზედმეტად წარმატებული აღმოჩნდა რუსეთისთვის".

"საქართველო იყო ზედმეტად წარმატებული რუსეთისთვის. მათ უკანა ეზოში, მათ ბოსტანში უცბად გაიზარდა წარმოუდგენელი რაღაც, სადაც კორუფცია არ იყო, სადაც ყოველგვარი ნავთობისა და გაზის გარეშე, ვაშენებდით ქალაქებს. მთელი მსოფლიო შეგვნატროდა - აშშ-ის პრეზიდენტი ჩამოდიოდა და ცეკვავდა, CNN - ზე გვატრიალებდნენ, ლამაზი სურათები ვრცელდებოდა... ეს, რა თქმა უნდა, ვერ გვაპატიეს. წარმატება რუსეთის ბოსტანში ვერ გვაპატიეს." - აღნიშნა სააკაშვილმა.

Read 310 times Last modified on Last modified on აპრილი 03 2019

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი