გორში პოლიციელს მანქანა დაეჯახა - მძღოლი შემთხვევის ადგილიდან გაიქცა
გორში, თამარ მეფის ქუჩაზე, ავარია მოხდა.
ამის შესახებ "მოზაიკას" შემთხვევის ადგილიდან აცნობეს.
ადგილზე სასწრაფო - სამედიცინო დახმარება გამოიძახეს.
მანქანას, რომელსაც დაეჯახნენ, დაცვის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომელი მართვადა. ის იმ დროისათვის სამსახურეობრივ მოვალეობას არ ასრულებდა.
მძღოლმა, რომელიც პოლიციელის პირად ავტომობილს დაეჯახა, შემთხვევის ადგილი მიატოვა.
შენიშვნა:
მასალა ჩასწორდა შინაგან საქმეთა სამინისტროსგან მოწოდებული ინფორმაციის შესაბამისად.