გორის საპატრულო პოლიციამ დღეს მეორე პროცესიც წააგო
გორის საპატრულო პოლიციამ ერთ დღეში ორი სასამართლო პროცესი წააგო.
მოსამართლე დავით პაპუაშვილმა პირველ პროცესზე ზ.გ. - ის მიმართ გამოწერილი ადმინისტრაციული დარღვევის ოქმი გააუქმა, შემდეგ პროცესზე კი გორის მკვიდრს, ი.მ. - ს გაუუქმა 500 ლარიანი ჯარიმა.
ზ.გ - ს საპატრულო პოლიციის თანამშრომლები ალკოჰოლური თრობის ქვეშ მანქანის მართვას შეედავნენ და მართვის მოწმობა ჩამოართვეს. მოგვიანებით, ზ. გ - მ წარადგინა სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ბიუროს დასკვნა, სადაც აღნიშნული იყო, რომ ის თრობის ქვეშ არ იმყოფებოდა.
ამავე თემაზე: მოსამართლემ გორის პატრული არითმეტიკული ფორმულით გაამტყუნა
ი.მ. კი პატრულმა იმიტომ დააჯარიმა, რომ მან მანქანა, პოლიციის მტკიცებით, მართვის მოწმობის არმქონე პირს გადასცა. აღნიშნულ პიროვნებას მართვის მოწმობა არა ჩამორთმეული, არამედ შეჩერებული ჰქონდა. სასამართლოზე ი.მ - მ განმარტა, რომ ის საქმის კურსში არ იყო, თუ როდის ან რატომ შეუჩერეს მართვის უფლება მინდობილ პირს. შესაბამისად, მან საპატრულო პოლიციის მიერ გამოწერილი ჯარიმის გაუქმება მოითხოვა.
მოსამართლემ ორივე შემთხვევაში გაითვალისწინა მოსარჩელეთა არგუმენტები და საპატრულო პოლიციის მიერ გამოწერილი ჯარიმები გააუქმა.
Latest from რადიო მოზაიკა
- სოფელ ბერშუეთში საცხოვრებელ სახლს ცეცხლი გაუჩნდა
- კოვზიაშვილი: გორის ბაღებში ჩუტყვავილას გარდა, სხვა ინფექციური დაავადება არ გამოვლენილა
- გორის სასამართლომ მოქალაქე მარიხუანას შეძენა-შენახვისთვის დააჯარიმა
- ბადრი ბასიშვილი პარლამენტში ნიკა მელიას ჩაანაცვლებს
- საქართველოს თასის ტურნირზე თავისუფალ ჭიდაობაში პირველი ადგილი სამმა სპორტსმენმა მოიპოვა