არჩილ ტატუნაშვილის დაბადების დღესთან დაკავშირებით ხურვალეთში ხეები დარგეს

აპრილი 02 2019 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

დღეს ცხინვალის ოკუპირებულ რეგიონში დაღუპული არჩილ ტატუნაშვილის დაბადების დღეა. ის 36 წლის გახდებოდა. მის იუბილესთან დაკავშირებით ხურვალეთში ნერგები დარგეს, - ამის შესახებ ინფორმაციას ერთ-ერთი ადგილობრივი ლუდა სალია სოციალურ ქსელში წერს.

"ჩვენ ეს მინც შევძელით! არჩილ ტატუნაშვილის დაბადების დღეს 2 აპრილს მავთულხლართებთან, ოკუპანტის თვალწინ სამი ძირი ხე დაირგო სიმბოლურად. ძალა ერთობაშია! ძალა სამშობლოს სიყვარულში და ერთგულებაშია", - წერს ლუდა სალია.

არჩილ ტატუნაშვილი 2018 წლის 22 თებერვალს დილით ახალგორიდან გაიტაცეს, 23 თებერვალს, გამთენიისას კი, ოკუპირებული ცხინვალის ინფორმაციით, ის სუნთქვის უკმარისობით გარდაიცვალა.

ტატუნაშვილის ცხედარი ქართული მხარის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე 20 მარტს გადმოასვენეს.

ტატუნაშვილი შეიარაღებულ ძალებში მსახურობდა და საერთაშორისო მისიებში გლობალურ მშვიდობასა და უსაფრთხოებას ემსახურებოდა.

Read 346 times Last modified on Last modified on აპრილი 02 2019

ადგილი შენი რეკლამისთვის

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი