გორის მერის წარმომადგენელი კომბინატში გია ამბოკაძე გარდაიცვალა

აპრილი 01 2019 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

გორის მერის წარმომადგენელი კომბინატის დასახლებაში გია ამბოკაძე გარდაიცვალა.

მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ბოლო პერიოდში დამძიმდა. გია ამბოკაძეს ექიმებმა სიმსივნის დიაგნოზი დაუსვეს.

ის 50 წლის იყო.

გია ამბოკაძე 1968 წლის 4 ნოემბერს გორში დაიბადა. 1985 წელს დაამთავრა გორის №3 საშუალო სკოლა. 1986-1988 წლებში მოიხადა სამხედრო-სავალდებულო სამსახური. 1989 წელს ჩააბარა გორის ეკონომიკურ ინსტიტუტში, საბუღალტრო აღრიცხვისა და ანალიზის სამეურნეო საქმიანობის ფაკულტეტზე. 1993 წელს ამავე ინსტიტუტში დაამთავრა სამართალმცეოდნეობის ფაკულტეტი.

გია სპორტის ოსტატი იყო ჭიდაობასა და ძიუდოში.

მერის წარმომადგენლობამდე კი, 2014-2017 წლებში გია ამბოკაძე კომბინატის მაჟორიტარი დეპუტატი იყო გორის საკრებულოში.

Read 2671 times Last modified on Last modified on აპრილი 01 2019

ადგილი შენი რეკლამისთვის

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი