სამინისტრომ დევნილი ოჯახებისთვის გორში 38 ბინა შეიძინა

აპრილი 01 2019 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ, დევნილი ოჯახების განსახლების მიზნით, მენაშენეებისგან 547 ბინა შეისყიდა, საიდანაც 38 გორში მდებარეობს.

უწყების მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ახალ აშენებულ და მშენებარე კორპუსებში საცხოვრებელი ფართების შესყიდვა ღიად და გამჭვირვალედ, კონკურსის წესით, მოხდა. კომისიამ კონკურსში მონაწილე მენაშენეებისთვის სპეციალური კრიტერიუმები წინასწარ დაადგინა. მშენებლობების დასრულების საბოლოო ვადად 2020 წლის 30 ივნისია განსაზღვრული.

ბინების შესყიდვის გადაწყვეტილება საცხოვრებელი ფართების შესყიდვის წესის განმახორციელებელმა კომისიამ მიიღო, რომლის მუშაობის პროცესშიც ფინანსთა სამინისტროს, მუნიციპალური განვითარების ფონდის, ბიზნეს ომბუდსმენის, მენაშენეთა ასოციაციისა და დევნილთა საკითხებზე მომუშავე 4 არასამთავრობო ორგანიზაციის გაერთიანების - "კონსორციუმი სამართლებრივი დახმარება საქართველოს“ (LAG) წარმომადგენლები არიან ჩართულები.

Read 713 times

ადგილი შენი რეკლამისთვის

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი