გორის საკრებულოს წევრი სპორტული სკოლებიდან ასაკიანი მწვრთნელების გაშვებას ითხოვს

აპრილი 01 2019 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

ენმ-ს ყოფილი წევრი გორის საკრებულოში ირმა ამბარდნიშვილი სპორტული სკოლებიდან ასაკიანი მწვრთნელების გათავისუფლებას ითხოვს.

მისი აზრით, ამ სფეროში ახალგაზრდა კადრები უნდა იყვნენ დასაქმებულები და უფროსი თაობის ადამიანები მოზარდებს სპორტის სახეობებს არ უნდა ასწავლიდნენ, რადგან მისივე განმარტებით, უმრავლესობას  საჭირო ფიზიკური შესაძლებლობები აღარ აქვს.

"75-80 წლის კაცმა რა სპორტის გაკვეთილები უნდა ჩაატაროს? ან ჭოკით ხტომას როგორ აჩვენებს მოსწავლეებს? ან ნორმატივებს როგორ ჩააბარებინებს, არ მესმის. ასეთ კატეგორიას ხელშეკრულებებს აღარ უნდა უგრძელებდნენ და მათ ნაცვლად, ახალგაზრდებს უნდა ასაქმებდნენ", - ფიქრობს ირმა ამბარდნიშვილი.

გორში არსებულ სპორტულ სკოლებსა და კლუბებს ა(ა)იპ „სპორტის განვითარებისა და ხელშეწყობის სააგენტო“ აერთიანებს. სააგენტოს ბიუჯეტი 2019 წლისთვის 144 000 ლარით გაიზარდა და 1 856 000 ლარი შეადგინა.

სააგენტო ხელფასს სულ 220 პირზე გასცემს. მათ შორის არიან მწრთვნელები და ადმინისტრაციის თანამშრომლები და ა.შ. 

ამ დროისთვის, აღნიშნული (ა)იპ-ის ბალანსზე სულ 5 სკოლა, ერთი კლუბი და ერთი ექსტრემალური სპორტის განხყოფილება ირიცხება. მწვრთნელების რაოდენობა 95-ია, რომლებსაც სულ 2 031 მოსწავლე ჰყავთ.

Read 1136 times Last modified on Last modified on აპრილი 01 2019

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი