Back to Top
ხუთშაბათი, 22 თებერვალი 2018 13:35

გორში ყველაზე მეტი სოციალურად დაუცველი ოჯახი ცხოვრობს

Rate this item
(0 votes)

საქართველოს მასშტაბით ყველაზე მეტი სოციალურად დაუცველი ოჯახი გორის რაიონში ცხოვრობს. სახელმწიფო ფულად სოციალურ შემწეობას ყოველთვიურად გორში მცხოვრებ 4 498 ოჯახს ურიცხავს.

მეორე ადგილზე ჭიათურის რაიონია, სადაც ფულადი დახმარების მიმღები 3 127 ოჯახია. ხოლო გურჯაანის რაიონში თვიდან თვემდე შემწეობით თავი 3 031 ოჯახს გააქვს.

სოციალური დახმარების მიმღები ოჯახების რაოდენობით ლიდერობენ რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის რეგიონში ამბროლაურის რაიონი (1 726 ოჯახი), გურიაში - ლანჩხუთის რაიონი (1 517 ოჯახი), მცხეთა-მთიანეთში დუშეთის რაიონი (2 564 ოჯახი), სამეგრელო-ზემო სვანეთში - ზუგდიდის რაიონი (2 436 ოჯახი), სამცხე-ჯავახეთში ბორჯომის რაიონი (787 ოჯახი), ქვემო ქართლში - რუსთავი (2 849 ოჯახი), აჭარაში - ქობულეთის რაიონი (1 798 ოჯახი).

Read 2700 times