დღეს 20:00 საათზე ქალაქში გარე განათებები ჩაქრება - "დედამიწის საათი" გორში

მარტი 30 2019 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

დედამიწის საათთან დაკავშირებით, დღეს 20:00 საათზე ქალაქში გარე განათებებს ჩააქრობენ.

30 მარტს მსოფლიოში დედამიწის საათი აღინიშნება, - ამ დღესთან დაკავშირებით ღონისძიებები იმართება გორშიც.

დღეს დაგეგმილი აქტივობების ფარგლებში, საღამოს 8 საათზე ქალაქში გარე განათებები გაითიშება, - ინფორმაცია ამის შესახებ რადიო "მოზაიკას" CENN-ის წარმომადგენელმა ირმა კიტრიაშვილმა მიაწოდა.

"დედამიწის საათი" გორში სწორედ CENN-ის ინიციატივით და ადგილობრივი ხელისუფლების ხელშეწყობით იმართება.

დაგეგმილ ღონისძიებებს შორისაა 19:00 საათზე კონცერტი, რომელსაც მუსიკისა და ცეკვის ცენტრი ,, იბერია’’ გამართავს და 20:00 საათზე სანთლების აქცია.

ამავე თემაზე: გორში "დედამიწის საათი 2019"-ის აღსანიშნავად ემზადებიან

 

Read 544 times Last modified on Last modified on მარტი 30 2019

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი